პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა. თეთრი სახლის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების, მისი მოკავშირეების და პარტნიორების, ასევე, კერძო ინდუსტრიის მიერ განხორციელებულ მიმდინარე ქმედებებს, რათა რუსეთს უკრაინაში მისი აგრესიის გამო დიდი ფასის გადახდა მოუწიოს. კერძოდ, ბაიდენი რუსეთში მომსახურების შეჩერების შესახებ Visa-სა და Mastercard-ის გადაწყვეტილებას მიესალმა.
პრეზიდენტმა ბაიდენმა აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია უკრაინისთვის უსაფრთხოების, ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ დახმარებას ზრდის და დამატებითი დაფინანსების უზრუნველსაყოფად კონგრესთან მჭიდროდ თანამშრომლობს.
პრეზიდენტმა ბაიდენმა უკრაინის ატომურ ელექტროსადგურზე რუსეთის ბოლო თავდასხმის გამო შეშფოთება გამოთქვა და შეაქო უკრაინელი ოპერატორების ოსტატობა და გამბედაობა, რომლებმაც რეაქტორები უსაფრთხო მდგომარეობაში შეინარჩუნეს. ლიდერებმა ასევე განიხილეს ბოლო მოლაპარაკებები რუსეთსა და უკრაინას შორის.
თავის მხრივ, ზელენსკიმ Twitter-ზე დაწერა, რომ დღის წესრიგში იყო უსაფრთხოების, უკრაინის ფინანსური მხარდაჭერისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელების საკითხები.
ენტონი ბლინკენმა და დმიტრო კულებამ შეხვედრა უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე გამართეს