ვოლოდიმირ ზელენსკი: ვინიცის აეროპორტი სრულიად განადგურდა. ჩაკეტეთ საჰაერო სივრცე ტერორისტებისთვის

„ქალაქ ვინიცის აეროპორტი რუსი ოკუპანტების მხრიდან მორიგი სარაკეტო იერიშის შედეგად სრულიად განადგურდა“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართისას განაცხადა.

„ახლახან შემატყობინეს ვინიცაზე სარაკეტო თავდასხმის შესახებ - 8 რაკეტა. ჩვენი მშვიდობიანი ვინიცა არასდროს დამუქრებია რუსეთს. სარაკეტო შეტევა არის სასტიკი ცინიკური, აეროპორტი მთლიანად განადგურებულია. ისინი აგრძელებენ ჩვენი ინფრასტრუქტურის, ჩვენი ცხოვრების განადგურებას, რომელიც ჩვენ, ჩვენმა მშობლებმა, ჩვენმა ბებიებმა და ბაბუებმა, უკრაინელების თაობამ ავაშენეთ. ჩვენ ყოველდღე ვიმეორებთ, ჩაკეტეთ საჰაერო სივრცე უკრაინის თავზე.

ჩაკეტეთ ის ყველა რუსული რაკეტისთვის, რუსეთის საჰაერო, საბრძოლო თვითმფრინავებისთვის, ყველა ამ ტერორისტისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ და დაამატა, რომ თუ ამას არ გააკეთებენ, მშვიდობიანი ადამიანების მკვლელობაზე პასუხისმგებლობა დასავლელ ლიდერებსა და მსოლფიოში პოლიტიკოსებსაც დაეკისრებათ.