ენტონი ბლინკენი: NATO-ს წევრებს უფლება აქვთ, უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავები გაუგზავნონ

სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ NATO-ს წევრებს უფლება აქვთ, უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავები გაუგზავნონ, რადგან აშშ და მოკავშირეები აგრძელებენ ძალისხმევას, დაეხმარონ უკრაინას რუსეთის შეჭრისგან თავის დასაცავად.

„ფაქტობრივად, ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ჩვენს პოლონელ მეგობრებთან იმაზე, რისი გაკეთება შეგვიძლია მათი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, თუ ისინი ამ მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებას გადაწყვეტენ უკრაინელებისთვის. რა ვქნათ? როგორ დავეხმაროთ, რათა დანაკლისი შეავსონ“, - განაცხადა ბლინკენმა CBS News-თან.

თეთრი სახლის პრესსპიკერმა CBS News-ს განუცხადა,  რომ ბაიდენის ადმინისტრაცია აფასებს პოლონეთისთვის თვითმფრინავების მიწოდების შესაძლებლობებს, თუ ის გადაწყვეტს თვითმფრინავების გადაცემას უკრაინაში, მაგრამ აღნიშნა, რომ არსებობს რამდენიმე საკითხი, რომელიც წარმოიქმნება ამ გადაწყვეტილების შემდეგ, მათ შორის ის, თუ როგორ შეძლებენ თვითმფრინავების გადაყვანას პოლონეთიდან უკრაინაში.

ბლინკენმა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში აშშ-ის მოკავშირეებთან შეხვედრაზე იმყოფებოდა, განაცხადა, რომ „ერთად მუშაობენ" რუსეთზე ზეწოლის გაზრდის მიზნით, მათ შორის დამატებითი სანქციების გზით, რომლებიც უახლოეს დღეებში განხორციელდება.


საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებას აქტიურად ითხოვდა. 5 მარტს, ენტონი ბლინკენმა და დმიტრო კულებამ შეხვედრა უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე გამართეს, სადაც ეს საკითხიც განიხილეს. ბლინკენმა პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები მოკავშირეებთან ერთად, ამ თემაზე ყოველდღიურად მუშაობდა.