ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მოადგილე, სუმია სვამინატანი COVID19-ის წინააღმდედ იმუნიზაციის დაწყების სამზადისის შესახებ შეკითხვას პასუხობს.
„ვემზადებით რეკომენდაციების გასაცემად, თუ როგორ უნდა მოხდეს ვაქცინის გამოყენება და რომელ ჯგუფში.
Pfizet/Biontech-ის ვაქცინაზე ამ რეკომენდაციების გასაცემად მზადყოფნას იანვრის პირველ კვირას ველოდებით. ამის შემდეგ მალე შევძლებთ მოდერნას ვაქცინის დოსიეს შესწავლას.
იმედი გვაქვს COVAX -ის დახმარებით დაიწყებთ ფაიზერის ვაქცინის მიწოდებას შეზღუდული რაოდენობის ქვეყნებისთვის იანვრის მეორე ნახევრიდან და თებერვალში.
ჩვენი მიზანია, დაიწყოს სამედიცინო პერსონალის იმუნიზაცია იმ ქვეყნებში, სადაც განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეშ არიან და ასევე დავიცვათ ჯანდაცვის სისტემები გადატვირთულობისა და კოლაფსისგან.
ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს პროცესის დასაწყებად და იმედი გვაქვს, მომდევნო რამდენიმე კვირაში ამას შევძლებთ“, - განუცხადა „იმედს“ სუმია სვამინატანიმ.