თუ რუსეთი ზელენსკის მოკლავს, რა შედეგი მოჰყვება ამას, მუშაობთ თუ არა საგანგებო გეგმაზე - CBS News-ის შეკითხვა ენტონი ბლინკენს

პრეზიდენტმა ზელენსკიმ არაერთხელ თქვა, რომ ეს შეიძლება იყოს მისი ბოლო დღეები. თუ რუსეთი მოკლავს მას, რა შედეგი მოჰყვება ამას? და მუშაობთ თუ არა საგანგებო გეგმაზე, რათა მხარი დაუჭიროთ უკრაინის მთავრობას მის გარეშე? ამ შეკითხვით CBS News-ის წამყვანმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს მიმართა.

საერთაშორისო მედია: ბლინკენის თქმით, უკრაინელებს აქვთ „მთავრობის უწყვეტობის“ გეგმა ზელენსკის მოკვლის შემთხვევაში

ენტონი ბლინკენი: ლიდერობა, რომელიც პრეზიდენტმა ზელენსკიმ აჩვენა, მთელმა მთავრობამ აჩვენა, შთამბეჭდავია. ისინი წარმოუდგენლად მამაც უკრაინელ ხალხს წარმოადგენენ.

სულ რაღაც ერთი დღის წინ, ჩემს მეგობარს, დმიტრო კულებას უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე შევხვდი. უკრაინელებს აქვთ გეგმები, რომლებზეც მე არ ვაპირებ საუბარს ან დეტალებში შესვლას, რომ დავრწმუნდე, არსებობს ის, რასაც ჩვენ ასე თუ ისე, ვუწოდებთ „ხელისუფლების უწყვეტობას“.


როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს