უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დღეს გაიმართება

უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი ორშაბათს, დღეს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი, ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერი დავით არახამია ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკების პირველი რაუნდი 28 თებერვალს გაიმართა. მოლაპარაკების პირველი რაუნდი 6 საათის განმავლობაში გაგრძელდა.

ასევე წაიკითხეთ:

უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკების მეორე რაუნდი დაიწყო