წამლების გაიაფების პროცესი დავიწყეთ. წამლები საქართველოში უკვე შემოსულია და ხელმისაწვდომია აფთიაქებში - მინისტრი აზარაშვილი აქტიურად მუშაობს, რომ ქვეყანაში შეიქმნას წამლის ხარისხის ლაბორატორია, რათა ყველა ის წამალი, რომელიც საქართველოში წარმოებული იქნება, ან იმპორტირებული მაღალი ხარისხის იყოს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, უმეტეს შემთხვევაში მედიკამენტებზე ფასები 60-დან 80%-მდე არის შემცირებული, ამასთან დასძენს, რომ ყველა წამალი, რომელიც ქვეყანაში შემოვიდა მაღალი ხარისხის არის.
„წამლების გაიაფების პროცესი დავიწყეთ. ჩვენ გავხსენით თურქეთის ბაზარი იმ დათქმით, რომ მხოლოდ მაღალი სტანდარტის წამლები შემოვიდოდა. მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ წამლები საქართველოში უკვე შემოსულია და ხელმისაწვდომია, აფთიაქებში უკვე იყიდება რამდენიმე დასახელების წამალი, ყველაზე მოთხოვნადი წამლები", - განაცხადა ღარიბაშვილმა.