ირაკლი ღარიბაშვილი: მივესალმებით საბჭოს გადაწყვეტილებას, ეთხოვოს ევროკომისიას, ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის განაცხადები შეისწავლოს

მივესალმებით საბჭოს გადაწყვეტილებას, ეთხოვოს ევროკომისიას ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მიერ წარდგენილი განაცხადების შესწავლა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საკუთარ გვერდზე წერს.

მთავრობის მეთაური საბჭოს ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის მადლობას უხდის.

„ჩვენს ურთიერთობებში ეს ახალი ეტაპი გვაძლევს მოტივაციას, გავაძლიეროთ ჩვენი რეფორმების დღის წესრიგი. ჩვენ მადლიერნი ვართ ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის“, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთთან ომის დაწყებიდან მეექვსე დღეს, უკრაინის დაჩქარებული წესით გაწევრიანების განაცხადს 28 თებერვალს მოაწერა ხელი. უკრაინის შემდეგ, ევროკავშირს გაწევრიანების განაცხადებით ჯერ საქართველომ და შემდეგ მოლდოვამ მიმართეს.


ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის განაცხადებზე მოსაზრებას ევროკომისია წარმოადგენს