ისრაელის ავიაკომპანია El Al-ი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას პასუხობს იმის შესახებ, რომ გადახდებს რუსული საბანკო სისტემა „Mir“-ის მეშვეობით უშვებს, რითაც გვერდს უვლის რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს. კომპანიის განმარტებით, Mir-ის მეშვეობით გადახდები 28 თებერვალს შეაჩერა.
„სამწუხაროა, რომ შეცდომაში შემყვან „ტვიტამდე“ ჩვენთან ფაქტი არ გადამოწმებულა, ფაქტები კი სრულიად განსხვავებულია“, - აცხადებენ ავიაკომპანიაში.
მისივე თანახმად, კომპანიამ განახორციელა ჰუმანიტარული ფრენები უკრაინაში, ასევე, ხელი შეუწყო ლტოლვილების ისრაელში გადაყვანას.
ისრაელმა დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში, სოლიდარობა გამოუცხადა კიევს და გაუგზავნა ჰუმანიტარული დახმარება. მაგრამ ქვეყნის პრემიერმა ბენეტმა არ დააკმაყოფილა უკრაინის თხოვნა სამხედრო დახმარების შესახებ და ღია დატოვა არხები რუსეთთან, რომელთანაც ისრაელი კოორდინაციას უწევს თავის ოპერაციებს სირიაში.
დმიტრო კულება: ისრაელის ავიახაზები რუსული საბანკო სისტემა „მირ“-ით უშვებს გადახდებს, ეს ამორალურია