საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 783 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 32 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 783 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 32 პაციენტი, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 450 ადამიანი.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 693 კვლევა ტესტით, მათ შორის 14 798 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 895 PCR ტესტით.

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 2 783 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 450 კოვიდინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.