საქართველოში კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაცვლილთა რიცხვი კი 24-მდე გაიზარდა.
stopcov.ge-ის ინფორმაციით, 23 სექტემბრის მდგომარეობით, ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 4140 -ს შეადგენს.
მიმდინარე სტატისტიკა: კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 4140;
გამოჯანმრთელებული - 1643;
გარდაცვლილი - 24;
კარანტინის რეჟიმში - 5390;
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836;
კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 640;
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 41;