ენტონი ფაუჩი: არ გამიკვირდება, თუ Covid-19-ის ახალი შტამი შტატებშიც არის

„არ გამიკვირდება, თუ კოვიდ 19-ის ახალი მუტაცია უკვე აშშ – შია,“- განაცხადა აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ.

როგორც მან აღნიშნა, ვინაიდან კოვიდ-19- ის გამომწვევი კორონავირუსი RNM-ვირუსია, ამიტომ ის ხშირად განიცდის მუტაციას.

„მუტაციების უმეტესობას არა აქვს ფუნქციური მნიშვნელობა. რაც შეეხება ახალ სახეობას, მასთან დაკავშირებით არსებობს ვარაუდი, რომ შესაძლოა, მან ვირუსს უფრო ადვილად გავრცელების საშუალება მისცეს,“- ენტონი ფაუჩიმ.

მისი განმარტებით, მკვლევარები ცდილობენ დაადგინონ, არის თუ არა აღნიშნული ვარიანტი უფრო გადამდები.

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი მიიჩნევს, რომ ვირუსის ახალი სახეობა ადამიანების უფრო მძიმედ დაავადებას არ იწვევს.

„ის ადამიანების უფრო მძიმედ დაავადებას არ იწვევს და როგორც ჩანს, ზეგავლენას არც იმ ვაქცინის ეფექტზე ახდენს, რომელსაც ახლა ვაქცინაციისთვის ვიყენებთ,“- აღნიშნა ფაუჩიმ.

ფაუჩის აზრით, გაერთიანებულ სამეფოსთან მიმოსვლაზე აკრძალვის დაწესება ნაადრევია, ვინაიდან „სამოგზაურო ლოქდაუნის“ გამოცხადებისთვის საკმარისი მტკიცებულება არ არსებობს. უმჯობესია, გაერთიანებული სამეფოდან ჩასული მგზავრებისთვის სავალდებულო ტესტირება დაწესდეს.