"პუტინმა უნდა შეწყვიტოს ულტიმატუმების დაყენება და დაიწყოს დიალოგი", – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკულ ტელეკომპანია ABC-თან ინტერვიუში ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
"ჩვენ არ ვართ მზად ულტიმატუმზე დათანხმებისთვის, თუმცა, ჩვენ გვაქვს შესაძლო გამოსავალი კრემლის სამ მოთხოვნაზე საპასუხოდ. მნიშვნელოვანია, რომ პუტინმა შეწყვიტოს მოთხოვნების დაყენება და დაიწყოს დიალოგი. ჩემი აზრით, ახლა პუტინი არის მოქცეული საკუთარ საინფორმაციო ვაკუუმში. ის იღებს ინფორმაციას, რომელიც რეალობას არ შეესაბამება“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ასევე წაიკითხეთ:
ვოლოდიმირ ზელენსკი: კიევში ვიმყოფები და არსად წასვლას ვაპირებ