უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს დიალოგისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა მზად არის, ისაუბროს, მაგრამ კაპიტულაციას არ აპირებს.
ABC News-ის კითხვას, მზად არის თუ არა უკრაინა, შეასრულოს რუსეთის ფედერაციის მოთხოვნები ცეცხლის შეწყვეტისთვის: მაგალითად, უარი თქვას NATO-ში გაწევრიანებაზე, ყირიმი აღიაროს რუსეთის ნაწილად და აღიაროს LPR/DPR-ის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა, ზელენსკიმ უპასუხა:
- ეს ეხება ხალხს, ვინც მე ამირჩია. NATO-სთან დაკავშირებით, მე დავკარგე ინტერესი ამ საკითხის მიმართ მას შემდეგ, რაც მივხვდით, რომ NATO არ არის მზად უკრაინის მისაღებად. ალიანსს ეშინია რუსეთის ფედერაციასთან დაპირისპირების. უკრაინას არ სურს, იყოს ქვეყანა, რომელიც „დაჩოქილი რაღაცას ითხოვს და ჩვენ არ ვაპირებთ, ვიყოთ ასეთი ქვეყანა, მე არ მინდა, ვიყო ასეთი პრეზიდენტი“. მე ვსაუბრობ უსაფრთხოების გარანტიებზე. ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია, ვიმსჯელოთ და ვიპოვოთ კომპრომისი დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებსა და არაღიარებულ რესპუბლიკებზე, რომლებსაც არავინ ცნობს რუსეთის ფედერაციის გარდა.
ვოლოდიმირ ზელენსკი: კიევში ვრჩები და არსად წასვლას არ ვაპირებ