ვესაუბრე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და გამოვხატე დანიის სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული ერთიანობისთვის, - ამის შესახებ დანიის სამეფოს პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერისკენი ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე წერს. როგორც მეტე ფრედერისკენი აღნიშნავს, დანია და ევროკავშირი დგას აღმოსავლეთ პარტნიორების გვერდით და სურს საჭირო დახმარების აღმოჩენა.
„ვესაუბრე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და გამოვხატე დანიის სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული ერთიანობისთვის. დანია და ევროკავშირი ვდგავართ ჩვენი აღმოსავლეთ პარტნიორების გვერდით და გვსურს საჭირო დახმარების აღმოჩენა“, - წერს დანიის სამეფოს პრემიერ-მინისტრი.
ირაკლი ღარიბაშვილმა დანიის პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბარი გამართა