უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტის მედიაციაში ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა.
„ვესაუბრე ნაფტალი ბენეტს. მადლობა გადავუხადე ისრაელის მედიაციის ძალისხმევისთვის. განვიხილეთ ომისა და ძალადობის დასრულების გზები“, – წერს ზელენსკი.