იაპონია რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებს. ქვეყანამ კიდევ 32 რუსი და ბელორუსი მაღალჩინოსნისა და ოლიგარქის აქტივები გაყინა.
ახლად დამატებული სანქციები შეეხება 20 რუსს, მათ შორის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაციის შტაბის უფროსის მოადგილეებს, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეებს, ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელს და მთავრობასთან მჭიდრო კავშირების მქონე კომპანიების Volga Group-ის, Transneft-ისა და Wagner-ის აღმასრულებლებს. სანქცირებულთა სიაშია ბელორუსის მთავრობის 12 წარმომადგენელი, ასევე, რუსეთის და ბელორუსის ათზე მეტი ორგანიზაცია.
იაპონია რუსეთსა და ბელორუსში ნავთობის გადამმუშავებელი ტექნიკის და ზოგადი დანიშნულების ნივთების ექსპორტსაც კრძალავს.
სანქციები ასევე შეეხება ბელორუსის 12 სახელმწიფო მოხელესა და ბიზნესმენს, ასევე, 12 ორგანიზაციას რუსეთსა და ბელორუსში.