უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი: მსოფლიო კატასტროფის ზღვარზეა, ეს ბევრად უარესი იქნება, ვიდრე ჩორნობილი და ფუკუშიმა ერთად

უკრაინის ენერგეტ მინისტრი ჰერმან გალუშჩენკოს განცხადებით, რუსეთის ფედერაციის ქმედებების გამო, ბირთვული ომი შესაძლოა, რაკეტების გაშვების გარეშეც დაიწყოს.

გალუშჩენკო საერთაშორისო პარტნიორებს უკრაინის ცის დახურვისკენ მოუწოდებს. ჩერნობილისა და ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურების შესახებ საუბრისას, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ 24 თებერვლიდან, მსოფლიო კატასტროფის ზღვარზეა, რომელიც ბევრად უარესი იქნება, ვიდრე ჩორნობილი და ფუკუშიმა ერთად.

მისივე განცხადებით, მსოფლიომ დაინახა სასტიკი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, მშვიდობიანი ქალაქების დაბომბვა და მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა.

„ომის შედეგად უკვე დაიღუპა სულ მცირე 38 ბავშვი. ეს შეუძლებელი ჩანდა 21-ე საუკუნის ევროპაში. თუმცა ეს ასეა", - განაცხადა მინისტრმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ZNPP რუსული ძალების კონტროლის ქვეშაა 4 მარტიდან, ჩერნობილის ზონა კი, ოკუპანტებმა 24 თებერვალს დაიკავეს. BBC წერს, რომ ელექტროსადგურის ასზე მეტი თანამშრომელი და 200 უკრაინელი მცველი ტყვეობაშია.