ავიაგამანადგურებლების შესახებ პოლონეთის წინადადებას პენტაგონში დაუსაბუთებელი უწოდეს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არ მიიღო პოლონეთის წინადადება მისთვის MIG-29 ტიპის ავიაგამანადგურებლების გადაცემის შესახებ, უკრაინაში მათი შემდგომი გაგზავნის მიზნით, თუმცა, განაცხადა, რომ კონსულტაციებს გააგრძელებს.

როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ გაუგებარია, არის თუ არა პოლონეთის წინადადება არსებითად დასაბუთებული. ამასთან, კირბიმ აღნიშნა, რომ აშშ ამ საკითხის და მისი რთული ლოგისტიკური ასპექტების შესახებ, პოლონეთთან და სხვა NATO-ელ მოკავშირეებთან კონსულტაციებს განაგრძობს.


ასევე წაიკითხეთ:

პოლონეთი მზადაა, თავისი MIG-29 ტიპის ყველა საბრძოლო თვითმფრინავი აშშ-ს გადასცეს