უკრაინაში ომის დაწყებიდან, 24 თებერვლიდან დღემდე, 13 დღის განმავლობაში საქართველოში შემოსულია რუსეთის 20 000 მოქალაქე, როდესაც 2019-ში შემოსული იყო 40 000, ანუ თითქმის ორმაგი, ანალოგიური 13 დღის განმავლობაში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განუცხადა.
„საზღვარს რაც შეეხება, საზღვარი კონტროლდება ძალიან მაღალ დონეზე. უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, გვაქვს მაქსიმალურად აქცენტი გაკეთებული უსაფრთხოებაზე, როგორც მწვანე საზღვარზე, ასევე გამშვებ პუნქტებზე. იყო ძალიან ხშირი საუბარი, თითქოს რაღაც უპრეცედენტოდ მოიმატა რუსეთის მოქალაქეების შემოსვლამ საქართველოში. ეს არ არის მართალი. 2020 წელს დაკეტილი იყო მთლიანად. 2019 წელს და 2021 წელს თუ შევადარებთ, დაახლოებით 70 პროცენტია შემოსული, რაც მაშინ შემოდიოდა, იმაზე ნაკლებია“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ასევე წაიკითხეთ:
პარლამენტში, ნდობის ჯგუფის სხდომაზე, შინაგან საქმეთა მინისტრი მივიდა