რუსეთმა პირდაპირ გამოაცხადა, შეიყვანა ჯარები და დაიწყო ომი, ამას რა კითხვა უნდა? უკრაინას რომ არ დაუწყია ომი, ყველამ კარგად იცის, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
"ეს კითხვა, მგონი, საერთოდ არ უნდა დაისვას, ჩემი აზრით. რუსეთმა პირდაპირ შეიყვანა ჯარები და დაიწყო ომი, ამას რა კითხვა უნდა? ოპერაცია დაარქვეს მათ, მაგრამ ომია ხომ პირდაპირ? რა კითხვა უნდა, უკრაინას რომ არ დაუწყია ომი, ყველამ კარგად იცის. ეს კითხვა, ჩემი აზრით, დასასმელი არც არის", - განაცხადა გომელაურმა.
ასევე წაიკითხეთ:
ვახტანგ გომელაური: საქართველოს საზღვარი კონტროლდება მაღალ დონეზე