200 ლარიან ერთჯერად დანამატს ავტომატურად მიიღებს 50 წლის და მეტი ასაკის ყველა ის მოქალაქე, ვინც 2022 წლის 31 მარტის ჩათვლით COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით აიცრება. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ამავე ასაკობრივი ჯგუფის პირები ბუსტერ-დოზით აცრის შემთხვევაში 100 ლარს მიიღებენ.
„იმ მოქალაქეებს, რომელთა ასაკი საპენსიო ასაკს არ შეესაბამება, სოციალური სააგენტო „ლიბერთი ბანკთან“ არსებული ხელშეკრულების ფარგლებში, ანგარიშებს თავად გაუხსნის. ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ 15 22-ზე ან ეწვიოთ ვებგვერდს booking.moh.gov.ge. ასევე შესაძლებელია რეგისტრაციის გარეშე მიმართოთ უახლოეს ამცრელ პუნქტს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.