NATO-ს გენერალური მდივანი ადაჟის ბანაკში, კანადის მრავალეროვნულ საბრძოლო ჯგუფს, პრემიერ-მინისტრ კრიშიანის კარიშთან, კანადის პრემიერ მინისტრ ჯასტინ ტრუდოსთან და ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესთან ერთად ეწვია.
ლიდერები NATO-ს სამხედრო ჯგუფს შეხვდნენ.
„ჩვენი აქ ყოფნა, ერთიანობისა და ერთიანი გადაწყვეტილების შესახებ მკაფიო გზავნილია: ჩვენი ერთგულება ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-5 მუხლისადმი ურყევია“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია კოლექტიური თავდაცვა. NATP-ს დამფუძნებელი ქარტიის (ვაშინგტონის ხელშეკრულება) მე-5 მუხლში მოცემულია კოლექტიური თავდაცვის ვალდებულება, რომლის თანახმად, ერთ ან ერთზე მეტ სახელმწიფოზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმა განიხილება როგორც თავდასხმა NATO-ს ყველა წევრ სახელმწიფოზე. არსებულ შემთხვევაში, ალიანსი დახმარებას გაუწევს საფრთხის ქვეშ მყოფ წევრ ქვეყანას ან ქვეყნებს და განახორციელებს ყველა საჭირო ქმედებას, მათ შორის სამხედრო ძალის გამოყენებას, ჩრდილოატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოების აღდგენისა და შენარჩუნების მიზნით. მე-5 მუხლი NATO-ს ისტორიაში მხოლოდ ერთხელ, 2001 წლის 12 სექტემბერს ამოქმედდა, აშშ-ზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის მომდევნო დღეს.