დასავლეთის მკაცრი სანქციების ფონზე, რუსმა ბიზნესმენმა ოლეგ ტინკოვმა მილიარდერის სტატუსი დაკარგა. მისი ქონება ხუთ მილიარდზე მეტით, 800 მილიონ დოლარამდე შემცირდა. ოლეგ ტინკოვის თქმით, ის არასდროს ყოფილა ოლიგარქი, რადგან ბიზნესი ნულიდან დაიწყო, ამიტომ, ჟურნალისტებს სთხოვა, ასე აღარ მოიხსენიონ.
Forbes-ის ცნობით ტინკოვის სიმდიდრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკავშირებულია Capital One-თან და Tinkoff Bank-თან, რომლის საბაზრო ღირებულება 23 მილიარდი დოლარიდან ერთ მილიარდ დოლარამდე დაეცა.
უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დაწყების შემდეგ, Tinkoff-ის აქციების ფასი 90%-ზე მეტით დაეცა.
- „ტინკოვი, რომელიც ოდესღაც ამაყობდა პუტინთან თავისი კავშირებით, ერთ-ერთია რუსი ბიზნესმენებიდან, რომლებიც ომზე საუბრობენ. „უდანაშაულო ადამიანები იღუპებიან უკრაინაში ახლა, ყოველდღე, ეს წარმოუდგენელი და მიუღებელია! სახელმწიფოებმა ფული უნდა დახარჯონ ადამიანების მკურნალობაზე, კიბოს დასამარცხებლად კვლევებზე და არა ომში“, - წერს ტინკოვი, რომელსაც 2020 წელს ლეიკემია დაუდგინდა“, - ნათქვამია Forbes-ის სტატიაში.
ასევე წაიკითხეთ
რუსი ოლიგარქი ოლეგ დერიპასკა აცხადებს, რომ დროა, დასრულდეს „სახელმწიფო კაპიტალიზმი“ რუსეთში
რუსი ოლიგარქი ფრიდმანი სანქციებზე, პუტინსა და უკრაინაში ომზე