კანადამ განაცხადა, რომ პალესტინაში გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს 70 მილიონი დოლარით დაეხმარება. ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს.
სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადების თანახმა, აშშ-ის მხრიდან დაფინანსებაზე უარის თქმით, მათ საგრძნობი რესურსი დააკლდათ და „ყველაზე რთული ფინანსური კრიზისის წინაშე დადგნენ“, კანადის დაფინანსება სამ წელზე გადანაწილდება.
მედია წერს, რომ აშშ-ის მიერ დაფინანსების შეჩერება, არის ერთ-ერთი ნაბიჯი, ისრაელის მიმართ მხარდაჭერის გამოცხადების. ისრაელი დიდი ხანია ითხოვს გაეროს პალესტინის სააგენტოს დახურვას.