"სკოლებში მუსიკალური აღზრდა უნდა შემოვიდეს. ბავშვი, რომელიც ეხება მოცარტისა და ბეთჰოვენის ჰანგებს, ვერ იქნება ცუდი ადამიანი", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ელისო ბოლქვაძემ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.
მისი თქმით, საქართველო ნიჭიერი ადამიანების ქვეყანაა, ამიტომ ფიზიკური აღზრდის დამკვიდრებასთან ერთად, სკოლებში მუსიკალური აღზრდაც უნდა შემოვიდეს.
"მართლაც არის საქართველო ნიჭიერი ადამიანების ქვეყანა და როგორც ამბობდნენ კოლეგები, სწორედ ფიზკულტურა, ფიზიკური აღზრდა უნდა მოვიდეს სკოლებში და ასევე, მე ვფიქრობ, რომ მუსიკალური აღზრდაც უნდა შემოვიდეს. პროფესიონალურად შეიძლება უმაღლეს დონეზე არ იყოს ყველა სკოლაში, მაგრამ ბავშვი, რომელიც ეხება მუსიკას, მოცარტისა და ბეთჰოვენის ჰანგებს, ის არ შეიძლება იყოს ცუდი ადამიანი მომავალში", – აღნიშნა ელისო ბოლქვაძემ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში დეპუტატები მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.