ვიეტნამელი მიგრანტების გარდაცვალების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას BBC-ი ასაჯაროებს.
ემონ ჰარისონი, სატვირთოს მძღოლი და გეორგე ნიკა ოთხ დაკავებულ პირს შორის არიან, რომლებსაც პატიმრობა მიუსაჯეს. პროკურორის განცხადებით, დამნაშავეებმა იცოდნენ, რომ მიგრანტებს სატვირთოში ჰაერი არ მიეწოდებოდათ. ბრალდებულების თქმით, ისინი ეცადნენ ჩაკეტილი პირებისთვის ჰაერი მიეწოდებინათ, თუმცა მცდელობა დაგვიანებული აღმოჩნდა.
სამართალდამცავი უწყების თანახმად, კანონდამრღვევები თითო პირის შემოყვანისთვის ათიდან, ცამეტ ათას ფუნტს ითხოვდნენ. ბრალდებულთა ნაწილმა აღიარა დანაშაული, ნაწილის თქმით, კი ისინი კრიმინალურ საქმიანობაში ძალდატანებით ჩართეს.