„იუვენტუსი“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს,შემტევი ხაზის გაძლიერებას გეგმავს იუწყება Tuttosport-ი.
Tuttosport– ის თანახმად, იუვენტუსი დაინტერესებულია ნაპოლის პოლონელი თავდამსხმელის არკადიუშ მილიკის და „ლიონის“ ჰოლანდიელი ფორვარდის, მემფის დეპაის შეძენით.
მილიკისა და დეპაის კონტრაქტები მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ამოიწურება, რაც იმას ნიშნავს, რომ „იუვენტუსს“ შეუძლია მომავალი სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში ფეხბურთელების შეძენა.
გავრცელებული ცნობით, ნაპოლი მზადაა, გაყიდოს მილიკი 18 მილიონ ევროდ, ხოლო ლიონი დეპაის გაყიდის, თუ მათ 15 მილიონ ევროს შესთავაზებენ.