Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 873 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 859 კვლევა ანტიგენის ტესტით და 3 014 PCR ტესტით.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 10 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 11.12%, ბოლო 14 დღის - 16.83% ხოლო 7 დღის - 14.57%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 198 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 581 376-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 505 პაციენტი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 543 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 718 შემთხვევა, აჭარა - 56, იმერეთი - 228, ქვემო ქართლი - 78, შიდა ქართლი - 65, გურია - 77, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 112, კახეთი - 109, მცხეთა-მთიანეთი - 44, სამცხე-ჯავახეთი - 23, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 33.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 35 536 საიდანაც, 1 695 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 722, აჭარაში - 135, იმერეთში - 340. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 494 პაციენტი, მათ შორის, თბილისში - 228, აჭარაში - 64, იმერეთში - 97. 33 841 ადამიანი სახლში მკურნალობს.