პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მომზადებულ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა.
კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის”, „სტრატეგია აღმაშენებლისა” და “გირჩის” წევრებმა.
რეზოლუციის პროექტი 13-პუნქტიანია, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და ევროკავშირის ინსტიტუტებს, ასევე საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, გადადგან ყველა საჭირო ნაბიჯი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დასაჩქარებლად.