24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით დიდ ქალაქებში მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმუშავებს

24 დეკემბრიდან-2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვები სრული მოცულობით არ შემსუბუქდება, - ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

ძალაში რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში. ასევე ძალაში რჩება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით. კერძო ავტომანქანებით გადაადგილება კვლავ იქნება ნებადართული;

მავე პერიოდში დიდ ქალაქებში მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა ძალაში რჩება. „თბილისში, ბათუმში, რუსთავში ქუთაისში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში მუნიციპალური ტრანსპორტი არ იფუნქციონირებს 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე პერიოდში", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.