ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ საპარლამენტო არჩევნები იმართება. როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის ე.წ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განაცხადეს, დილის 08:00 საათიდან გახსნილია 152 საარჩევნო უბანი. მათივე ინფორმაციით, ხმის მიცემის პროცედურა ოკუპირებულ აფხაზეთში სანიტარული ნორმებისა და სოციალური დისტანციის დაცვით მიმდინარეობს.
ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში 35 ადგილია, ხოლო ე.წ. ენჭისყრაში 123 ადამიანი მონაწილეობს.