რუსი სამხედროების მიერ დაკავებულ ქალაქ მელიტოპოლში საპროტესტო აქცია იმართება. დემონსტრანტები რუსების მიერ ქალაქის მერის გატაცებას აპროტესტებენ.
გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ათასობით ადამიანი უკრაინის დროშებით ხელში სკანდირებს - „თავისუფლება მერს“.
ცნობისთვის, მელიტოპოლის მერი ოკუპანტებმა ქალაქიდან გუშინ გაიტაცეს.
ასევე წაიკითხეთ:
ვოლოდიმირ ზელენსკი მელიტოპოლის მერის გატაცებაზე: ოკუპანტები ტერორის ახალ ფაზაზე გადავიდნენ