საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონში, ოკუპირებულ აფხაზეთში, ე. წ. საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ელჩ კარლ ჰარცელის კომენტარი გაავრცელა.
„ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, საერთაშორისო სამართლის მიერ აღიარებულ საზღვრებში. რაც შეეხება ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონში, ოკუპირებულ აფხაზეთში, 2022 წლის 12 მარტს ჩატარდა, ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და იურიდიულ ჩარჩოებს, რომელშიც ის გაიმართა.
ევროკავშირი გააგრძელებს მისი არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკას. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ამ მხრივ სრულად ჩართულია“, - განაცხადა კარლა ჰარცელმა.