რუსეთის დელეგაციასთან მოლაპარაკებები ვიდეოფორმატში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი Twitter-ზე წერს.
მისივე თქმით, შეიქმნა სპეციალური სამუშაო ქვეჯგუფებიც.
მოლაპარაკების პირველი რაუნდი, რომელიც 6 საათის განმავლობაში გაგრძელდა, 28 თებერვალს გაიმართა. მოლაპარაკებების მეორე რაუნდი უკრაინა-ბელორუსის საზღვარზე 3 მარტს, მესამე რაუნდი კი, 7 მარტს ჩატარდა.
ამავე თემაზე
უკრაინასა და რუსეთს შორის 6-საათიანი მოლაპარაკების პირველი რაუნდი დასრულდა