საქართველოში კოვიდინფიცირების 823 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 24 პაციენტი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 823 ახალი დადასტურებული შემთხვევა დადასტურდ, გამოჯანმრთელდა 1 445 პაციენტი, გარდაიცვალა 24 კოვიდინფიცირებული. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 7 729 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 364 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 365 PCR ტესტით.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 635 509-ს. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 585 885-მდე. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსით 16 554 ადამიანი გარდაიცვალა. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 12 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.65%, ბოლო 14 დღის  - 15.64% ხოლო 7 დღის  - 12.69%.


დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 823 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 440 შემთხვევა, აჭარა - 25, იმერეთი - 121, ქვემო ქართლი - 22, შიდა ქართლი - 47, გურია - 45, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 47, კახეთი - 51, მცხეთა-მთიანეთი - 7, სამცხე-ჯავახეთი - 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა - 33 044, 1 443 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 643, აჭარაში - 104, იმერეთში - 280. რეანიმაციულ განყოფილებაშია 403 პაციენტი, მათ შორის, თბილისში - 184, აჭარაში - 55, იმერეთში - 78. 31 601 კოვიდინფიცირებული ბინაზე მკურნალობს.