საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის თანახმად, მაღაზიების სამუშაო საათები განისაზღვრება დილის 07:00-დან 19:00 საათამდე, მომხმარებელების სავაჭრო სივრცეში დაშვება მოხდება ნაკადების მკაცრი მართვით.
მაღაზიის ფართის ყოველ 20მ2 დაიშვება არაუმეტეს ერთი მომხმარებელი.მაღაზიების, როგორც შიდა, ასევე მაღაზიის გარე სივრცეში უნდა მოხდეს მომხმარებელთა რიგების მართვა; ფასდაკლებების აქციები გამოცხადდეს ძირითადად დილის საათებში ან/და ონლაინ გაყიდვების შემთხვევაში; ტანსაცმლის მაღაზიებში არ იმუშავებენ გასახდელები.
ახალი რეგულაციების მიხედვით, სავაჭრო ობიექტი ვალდებული იქნება შეძენილი პროდუქტის, დაიბრუნოს ან გადაცვალოს მხოლოდ თებერვლიდან. სავაჭრო ცენტრებში აიკრძალება კვების ობიექტების ფუნქციონირება, მათ შორის გატანის სერვისით. ღია და დახურულ სივრცეში დაცული უნდა იყოს პირბადის ტარების წესები. სავაჭრო ობიექტი ვალდებული იქნება, თავად დაიცვას ყველა წესი და ვალდებული იქნება გააკონტროლოს მომხმარებლებშიც რეგულაციების დაცვა.