რუსეთის ფინანსთა მინისტრი: რუსეთის 640 მილიარდი დოლარის რეზერვებიდან $300 მილიარდი სანქციების გამო გაყინულია. ანტონ სილუანოვმა განაცხადა, რომ რუსეთს ვალების დაფარვის საკითხი აქვს გადასაჭრელი და მას რუბლებში გადაუხდის „არამეგობრულ ქვეყნებს“, იტყობინება Reuters-ი.
როგორც Reuters-ი წერს, სილუანოვის კომენტარებმა წარმოაჩინა მოსკოვის ყველაზე მკაფიო პოზიცია, რომ ის დახმარებას მოითხოვს ჩინეთისგან.
„ჩვენი ოქროსა და სავალუტო რეზერვების ნაწილი გვაქვს ჩინურ ვალუტაში, იუანში. ჩვენ ვხედავთ, რა ზეწოლას ახდენენ დასავლეთის ქვეყნები ჩინეთზე, რათა შეზღუდონ ორმხრივი ვაჭრობა ჩინეთთან. რა თქმა უნდა, არის ზეწოლა ამ რეზერვებზე წვდომის შეზღუდვის მიზნით“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუანოვმა.
„მე ვფიქრობ, რომ ჩვენი პარტნიორობა ჩინეთთან მაინც მოგვცემს საშუალებას, შევინარჩუნოთ თანამშრომლობა, რომელსაც მივაღწიეთ და არამხოლოდ შევინარჩუნოთ, არამედ გავზარდოთ იქ, სადაც დასავლური ბაზრები იხურება.