BBC-ის ცნობით, რუსეთის 37 ქალაქში, ომის საწინააღმდეგო აქციებზე 800-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

ომის საწინააღმდეგო აქციებზე რუსეთში პოლიციამ 800-ზე მეტი ადამიანი დააკავა. BBC-ის ცნობით, არასამთავრობო ორგანიზაციამ OVD-Info, რომელიც აკვირდება საპროტესტო აქციების დროს დაკავებებს, განაცხადა, რომ პოლიციამ 817 ადამიანი დემონსტრაციების დროს, რუსეთის 37 ქალაქში დააკავა.

პოლიცია აცხადებს, როომ დაახლოებით 300 ადამიანი ქალაქის ცენტრში, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის დააკავეს.


იუწყებიან, რომ მთლიანობაში, რუსეთში, საპროტესტო აქციებზე 14 611 ადამიანი დააკავეს.

გაეროს მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის თავდასხმიდან დღემდე, 579 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, დაშავებულია 1002 ადამიანი. ლტოლვილად იქცა 2,5 მილიონზე მეტი ადამიანი.

დასავლეთმა მოსკოვს მძიმე სანქციები დაუწესა, ბევრმა კომპანიამ და გლობალურმა ბრენდმა ასევე შეაჩერეს ოპერაციები რუსეთში.