საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 8 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა

საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 8 კილომეტრში, თითქმის 2-საათიანი შუალედით, რუსეთში, კიდევ ორი ბიძგი დაფიქსირდა, - ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

"თბილისის დროით 06:37 საათზე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 8 კილომეტრში, 3.6 გაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა იყო, თბილისის დროით 08:22 საათზე კი, საქართველოს საზღვრიდან 10 კმილომეტრში, 3.7 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა დააფიქსირეს", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

მანამდე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 2 კილომეტრში, 4.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა იყო.