„მეტი სამუშაოა ჩასატარებელი იმისათვის, რომ უფრო მეტი ქალი იყოს წარმოდგენილი სასამართლოს სისტემის ხელმძღვანელ პოზიციებზე“, - აცხადებს ამერიკის საელჩო და ელჩ კელი დეგნანისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს შორის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
„საქართველოს სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა ნახევარზე მეტი ქალები არიან. ეს წარმომადგენლობა რწმენას მატებს ქალებს, რომ სასამართლო სისტემა მათ სამართლიანად მოექცევა. მეტი სამუშაოა ჩასატარებელი იმისათვის, რომ უფრო მეტი ქალი იყოს წარმოდგენილი სასამართლოს სისტემის ხელმძღვანელ პოზიციებზე. აშშ-ის მთავრობა მტკიცედ უჭერს მხარს ქართველებს, რომლებიც მუშაობენ სასამართლო სისტემაში ქალების ლიდერებად დაწინაურებაზე.
ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ელჩმა დეგნანმა უმასპინძლა რამდენიმე მოსამართლეს, მათ შორის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ნინო ქადაგიძეს. ელჩმა მადლობა გადაუხადა მათ მოსამართლის პროფესიისადმი ერთგულებისთვის“, - ნათქვამია ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.