თამარ გაბუნიას თქმით, მომზადებულია კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის ახალი გეგმა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ ბოლო მონაცემების მიხედვით, ეპიდვითარება სტაბილიზაციის ფაზაში გადადის.
„ვაქცინა ასევე მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ თუკი ახალი შტამი გაჩნდა, და ამის რისკებს ვერავინ გადააზღვევს დღევანდელ სიტუაციაში, ჩვენ დავხვდეთ მომზადებულები იმუნური თემით. ვაქცინაციის განახლებულ გეგმა მომზადებულია, დადებითი შეფასება მიიღო ექსპერტებისგან, ვაქცინაციის საკოორდინაციო ჯგუფიდან და ამ დღეებში ვფიქრობთ გეგმის წარდგენას მთავრობაში, რომელიც ჩაანაცვლებს გასული წლის ამ დროს დამტკიცებულ გეგმას“, - განაცხადა გაბუნიამ.
ბოლო 24 საათში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით 124 ადამიანი აიცრა, სულ კი ქვეყანაში 2 833 144 აცრა გაკთდა.