NATO ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არ ცნობს. ამის შესახებ ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინა აცხადებს.
„NATO არ აღიარებს არჩევნების ლეგიტიმურობას, რომელიც შაბათს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთში გაიმართა. ალიანსი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - წერს ხავიერ კოლომინა Twitter-ზე.