ვოლოდიმირ ზელენსკი 16 მარტს აშშ-ის კონგრესს სიტყვით მიმართავს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელ კონგრესმენებს ოთხშაბათს ვირტუალურ ფორმატში მიმართავს. ამის შესახებ პალატის სპიკერის ნენსი პელოსისა და დემოკრატების  ლიდერის ჩაკ შუმერის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, იუწყება Ukrіnform-ი.

„რადგან უკრაინაში ომი მძვინვარებს, უკრაინელი ხალხისადმი დიდი პატივისცემის ნიშნად ვიწვევთ პალატისა და სენატის ყველა წევრს, რომ დაესწრონ პრეზიდენტ ზელენსკის ვირტუალურ მიმართვას შეერთებული შტატების კონგრესში, ოთხშაბათს, 16 მარტს, 09:00 საათზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

კონგრესის ლიდერებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მოუთმენლად ელიან პრეზიდენტ ზელენსკის მიმართვას, რათა დააფიქსირონ მხარდაჭერა უკრაინელი ხალხისადმი. განცხადების ავტორები უკრაინის მიმართ კონგრესის ურყევ მხარდაჭერას აფიქსირებენ.


ცნობისათვის, ანალოგიურ ფორმატში ზელენსკიმ ევროპარლამენტს და თემთა პალატას მიმართა.