ნურსულთან ნაზარბაევის ძმისშვილი დააკავეს

ყაზახეთის ანტიკორუფციულმა სამსახურმა პირველი პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის ძმისშვილი დააკავა. კაირათ სატიბალდიული, განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხის მითვისებაშია ეჭვმიტანილი. საქმე იმ პერიოდს ეხება, როცა სატიბალდიული ქვეყნის მთავარ სატელეკომუნიკაციო კომპანია „ყაზახტელეკომს" ხელმძღვანელობდა. 


ნაზარბაევის უმცროსი ძმისშვილი Forbes Kazakhstan-ის თანახმად, ქვეყნის ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენების სიაშია, 163 მილიონ დოლარადად შეფასებული ქონებით.