აშშ-მ თავის მოკავშირეებს აცნობა, რომ ჩინეთი მზადაა, რუსეთს სამხედრო დახმარება მიაწოდოს - Reuters

ჩინეთმა გამოხატა მზადყოფნა, რომ რუსეთს სამხედრო და ეკონომიკური დახმარება გაუწიოს. Reuters-ი ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ შეერთებულმა შტატებმა ამის შესახებ თავის მოკავშირეებს აცნობა.

ჩინეთი უარყოფს, რომ რუსეთმა სამხედრო დახმარება სთხოვა.


მანამდე, Financial Times-ი და Washington Post-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყებოდნენ, რომ რუსეთმა ჩინეთს სამხედრო აღჭურვილობა სთხოვა.

ცნობისთვის, 13 მარტს, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა გააფრთხილა ჩინეთი, რომ სანქციების აცილების მცდელობებს, რუსეთის მხარდაჭერის მიზნით, შედეგები მოჰყვება.

„ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ ეკონომიკური სანქციებისგან თავის დასაღწევად, რომელიმე ქვეყანამ, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, რუსეთისთვის მაშველი რგოლის ფუნქცია შეასრულოს“, - განაცხადა ჯეიკ სალივანმა. 


14 მარტს, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი ჩინელ დიპლომატს, ჩინეთის კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს წევრს და კომპარტიის საგარეო საქმეთა კომისიის დირექტორს იან ცზეჩის რომში შეხვდა.