Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 857 კვლევა ტესტით, მათ შორის 17 226 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 631 PCR ტესტით.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 14 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.64%, ბოლო 14 დღის - 13.98% ხოლო 7 დღის - 10.7%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 551 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 590 380.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 585 პაციენტი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 716 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 672 შემთხვევა, აჭარა - 61, იმერეთი - 253, ქვემო ქართლი - 56, შიდა ქართლი - 132, გურია - 110, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 150, კახეთი - 156, მცხეთა-მთიანეთი - 37, სამცხე-ჯავახეთი - 43, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 46.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 30 700 საიდანაც, 1 324 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 610, აჭარაში - 92, იმერეთში - 262. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 340 პაციენტი, მათ შორის, თბილისში - 160, აჭარაში - 47, იმერეთში - 62. 29 376 ადამიანი სახლში მკურნალობს.