ჩეხეთის რესპუბლიკის, პოლონეთისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრები 15 მარტს კიევს ეწვევიან. ლიდერები უკრაინისადმი მხარდაჭერას დააფიქსირებენ. ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ Twitter-ზე დაწერა, რომ სამი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის და პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს შეხვდებიან.
- „ვიზიტის მიზანია, გამოვხატოთ ევროკავშირის ცალსახა მხარდაჭერა უკრაინის, მისი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი. ამავდროულად, ვიზიტის დროს ჩვენ წარმოვადგენთ მხარდაჭერის ფართო პაკეტს უკრაინისა და მისი მოქალაქეებისთვის. საერთაშორისო თანამეგობრობას ამ ვიზიტის შესახებ უკვე ეცნობა“, - აღნიშნა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა.
მედიის ცნობით, რუსულმა ძალებმა კიევის რამდენიმე გარეუბანზე დარტყმები გააძლიერეს.