„მთავრობა გასცემს თანხმობას ან უარს ნებისმიერი საგარეო ვიზიტის დაგეგმვის და განხორციელების დროს, საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტი და აღასრულებს საქართველოს მთავრობა, შესაბამისად, კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის ნებისმიერი ვიზიტი უნდა თანხმდებოდეს საქართველოს მთავრობასთა“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ განუცხადა, რითაც საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას უპასუხა. რატომ არ მისცა მთვრობამ თანხმობა საქართველოს პრეზიდენტს ვიზიტების განხორციელების უფლება, ამასთან დაკავშირებით, ირაკლი ღარიბაშვილმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:
- როგორც ჩანს, სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტი არის შეცდომაში შეყვენილი. მე მინდა, ვარაუდი გამოვთქვა, რომ იგი გაუგებრობაში აღმოჩნდა. აქვე მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ ძალიან მალე ყველაფერი გაირკვევა და ეს კითხვებიც მოიხსნება.
- მაშინ, როდესაც ასეთი რთული პროცესები მიმდინარეობს რეგიონში, ფართო მასშტაბიანი ომი მიმდიბარეობს უკრაინაში, მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტი მთავარსარდალი უნდა ყოფილიყო და უნდა იყოს ქვეყანაში. ეს იყო ჩვენი არგუმენტი და მოტოვაცია, რომ უარი გვეთქვა მის ვიზიტზე.
ამავე თემაზე
საქართველოს მთავრობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს