გაერო-ს ინფორმაციით, უკრაინა უკვე სამმა მილიონმა ადამიანმა დატოვა. როგორც ორგანიზაციის სპიკერმა პოლ დიონმა განაცხადა, სამი მილიონიდან 1,4 მილიონი ბავშვია, ხოლო 157 ათასი უცხო ქვეყნის მოქალაქე. ყველაზე მეტი, 1,8 მილიონი ადამიანი პოლონეთში გადავიდა.
უკრაინიდან ლტოლვილთა დიდი ნაკადის გამო, ევროკომისიას დახმარების თხოვნით მიმართა ჩეხეთმაც და ლტოლვილებისთვის მოდულური ტიპის სახლების გადაცემა სთხოვა.
ცნობისთვის, 24 თებერვლის შემდეგ ჩეხეთში 200 ათასი უკრაინელი გადავიდა.